ვეკითხები პოზიცია-ოპოზიციას, ნუთუ ისე ამთავრებთ კვირის პლენარულ სხდომებს, რომ პუტინის გადაწყვეტილების დაგმობაზე რეზოლუციასაც არ მიიღებთ?- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ვეკითხები პარლამენტის ყველა წევრს,პოზიცია-ოპოზიციის მიუხედავად,ხომ ხართ საქართველოს მოქალაქეები მაინც-ნუთუ ისე ამთავრებთ ამ კვირის პლენარულ სხდომებს,რომ რეზოლუციასაც არ მიიღებთ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილების დაგმობაზე, გახსნას ოჩამჩირეში წყალზედა და წყალქვეშა სამხედრო-საზღვაო ბაზა. გასაგებია თქვენთვის მთავარია ბიძინას არაფერი დაუშავდეს.ვაი სირცხვილო,მაგრამ მერამდენედ?“- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „შეშფოთებას გამოთქვამთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი ბაზის განლაგებისა და რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით“.