"გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!"

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ: 6 დეკემბერს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს შვიდ საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მეტროსადგურ "დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მსვლელობით დასრულდა.

აქციის დაშლის პროცესში, რამდენიმე პირი დააკავეს. სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. 

დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

აქციის მონაწილეები რუსთველის გამზირიდან, მსვლელობით მივიდნენ გმირთა მოედანზე, რის შემდეგაც გადაინაცვლეს სპორტის სასახლესთან და, პეკინის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გავიდნენ.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.