სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება, მცდელობა, რომ ის აქციონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი ამჟამად არ არის საფრანგეთის მოქალაქე, თუმცა ადრე იყო და ის ასევე იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩი 2004 წლამდე. შემდეგ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ასეთი პრეისტორია აქვს. საფრანგეთში, ემიგრანტთა ოჯახში, დაიბადა. ზოგიერთს უნდა მისი წარმოჩენა რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს იწურება. რა თქმა უნდა, ამგვარი მცდელობა, აქციონ ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, აბსოლუტურად ჩავარდება. ამდენად, მას არ გააჩნია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.