საქართველოში ტერორი ხდება, თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პროტესტი საქართველოში, ტერორი ხდება. თვითნებური დაპატიმრებები დაიწყო. საზოგადო მოღვაწეებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებში მონაწილეობდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი – 9 წელი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.