რუსთაველის გამზირზე პიროტექნიკის სროლის შედეგად ერთი პოლიციელია დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ „აიპრესს“ შსს უდასტურებს.
თავისუფლების მოედანზე სპეცტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, თუმცა სპეცრაზმი გამოყვანილი არ არის.
ტექნიკა მოედანზე მას შემდეგ გამოიყვანეს, რაც აქტივისტებმა პარლამენტის შენობას პიროტექნიკა ესროლეს.
ამ წუთებში, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა ჭიჭინაძის ქუჩაზე გამოჩნდა, ისინი პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩას კეტავენ.