ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი POLITICO-ს სტატიას, სადაც წერია რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო გაყო.
"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს. მათი ერთ-ერთი ამოცანა ეს არის, რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას. მათ შორის, ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ იღებს პუტინის თამაშის წესებს ქვეყანაში და ცხადია, პუტინის გზას თუ ადგახარ, ამცდარი ხარ ევროკავშირის გზას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.