ბარიერი დარჩება 5 პროცენტი, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება დამაჯერებლად წააგებს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება, "ქართული ოცნების" დღევანდელ მდგომარეობას, მათ რომ ძალიან უჭირთ ელექტორალურად ამის ძალიან ნათელი სიგნალია, ივანიშვილის ღიად დაბრუნება პოლიტიკაში.
ბარიერი დარჩება 5 პროცენტი, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად წააგებს. მთელი ეს საუბარი, რაც გვესმის ქართული ოცნებისგან აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ მათ ძალიან მორყეულად მიაჩნიათ საკუთარი პოზიციები შემდეგი არჩევნებისთვის,“ - განაცხადა სამადაშვილმა.