ჩვენ არ გვაქვს სხვისი იმედი, ჩვენ გვაქვს ჩვენი თავის იმედი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, სათქმელი - ამაში ვხარჯავთ ჩვენს დროს და რესურსებს,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„გაერთიანებას ვინმესთან არ ვაპირებთ. კოალიციური მმართველობა იმას კი არ ნიშნავს, რომ არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიები ერთიანდებიან. ბოდვაა და სისულელეა „ქართული ოცნების“ პოსტულატი, რომ მთელი ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობაა“. მთელი ოპოზიცია , რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“. ყველაზე უფრო მეტად მათ ეშინიათ, იმ 76 ხმის, რომელიც ხელისუფლების ფორმირებისთვის არის საჭირო - გადანაწილდება იმგვარად, რომ 76 ხმას ოპოზიცია შეკრებს, ოღონდ ვის რა წილი ექნება, განსაზღვრას არჩევნები. ჩემი პარტიის ამოცანა არის ის, რომ 76 ხმაში, რაც შეიძლება მეტი ხმა იყოს „ლელოსი“.
ჩვენ არ გვაქვს სხვისი იმედი, ჩვენ გვაქვს ჩვენი თავის იმედი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, სათქმელი - ამაში ვხარჯავთ ჩვენს დროს და რესურსებს. ამის პარალელურად, თანამშრომლობისთვის ჩვენი კარი ღიაა სხვა ოპოზიციურ ძალებთან.
მე საერთოდ არ მაინტერესებს ბარიერის გადალახვა, მე მაინტერესებს ხელისუფლების შეცვლა. მე თუ მეკითხებით „ლელო“ რა ფორმულას დაუჭერს მხარს, ერთადერთი საზომია, შეიცვლება თუ არა ამ საზომით ხელისუფლება. პარლამენტში მოხვედრა და პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა, არ არის „ლელოს“ ამოცანა, ჩვენი ამოცანა არის გაცილებით ამბიციური და ეს არის ხელისუფლების შეცვლა. შეცვლის ფორმულა, რაც იქნება ამას დაუჭერს მხარს „ლელო“, - განაცხადა სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.