ერთი რამ არის ნათელი, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, რომ ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა , - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
მისივე თქმით, დღეს, რუსეთთან ერთად „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსს საბოტაჟს უწყობს, შეხვედრაზე საუბარი კი, პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაზე იყო.
„ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშში „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, მოახერხა ის, რომ ვერ იქნება მოწოდება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მოთხოვნის შესრულება ჩააგდო. ამიტომ, ახლა, გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერის იმპულსი, ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაზე იყო ჩვენი საუბარი. პრეზიდენტი საკუთარ გეგმებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში თავად გააცნობს. ერთი რამ არის ნათელი, რომის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის და მათი მოკავშირე ხელისუფლების მცდელობებს, ჩავარდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტი აპირებს, რომ გააგრძელოს შესაბამისი მოქმედება ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, თუ როგორ, ამას თავად გაგაცნობთ“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისათვის: ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე, პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.