ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ - ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ამ სამარცხვინო რუსული დავალების მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ, ამიტომ შეკითხვები თქვენთან, რა თქმა უნდა, არ გვექნება, არც საქართველოს პრეზიდენტთან, იმიტომ რომ გასაგებია, რასაც აკეთებთ აქ, თუმცა ბოლომდე ამ საქმეს ვერ მიიყვანთ. როგორც მოგიწიათ რუსული კანონის უკან წაღება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„მე მაინც ვერ გავიგე, როდის გეგმავთ ამ სამარცხვინო რუსული იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში გამართვას, ხვალ თუ ზეგ? დაგვიზუსტეთ და საქართველოს პრეზიდენტს აძლევთ თუ არა უფლებას, სიტყვით გამოვიდეს?“ - მიმართა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც განმარტა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტს სურვილი ექნება, მას სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცემა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, მისი წინადადებაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა, ხვალ, 12:00 საათზე დაიწყოს.