სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში - თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე წერს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო:
"ნიუ-იორკის მეტროში შევესწარი ერთხელ-ორმა დაიწყო ჩხუბი, სანამ ხალხი მათ უყურებდა, აწაპნეს სანახაობით გართულებს რაღაცეები მათმა თანამზრახველებმა.
ასე იქცევა ოცნებაც.
სანამ იმპიჩმენტის შაპიტოს გვაყურებინეს, ახალი ცენზურის კანონიც შეაპარეს პარლამენტში. თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ჩვენ კი, მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს"