„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაავრცელა განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს.
„სწორი გადაწყვეტილებაა.
ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდებათ, სანამ რუსული უმრავლესობაა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველა ბერკეტი იყოს გამოყენებული მათთვის წინააღმდეგობის შესაქმნელად“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.