ბოლო ჟამი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე იქნება - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ძალადობა ოპოზიციაზე, სტუდენტებზე, ეს არის მხოლოდ სისუსტის ნიშანი, ეს არის მხოლოდ იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება ხვდება, რომ იწურება მისი ჟამი, ძლიერები ასე არ იქცევიან და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენ წინ გველოდება ძალიან მძიმე თვეები. ბოლო ჟამი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე იქნება, ბევრი გამოწვევით, ბევრი საფრთხით და ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებს გვმართებს დიდი სიბრძნე, ქართველ ხალხს მართებს დიდი სიბრძნე და სიფრთხილე, რომ ჩვენ გავიაროთ ეს პერიოდი ისე, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი რუსული საოკუპაციო რეჟიმის დამარცხებით, ქართველი ხალხის მიერ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.