"მადლობას ვეტყვით უწმინდესს, რომ მან გამოარჩია მოსაყდრე, რომელმაც 8 წელი გასწია ეს სამსახური. მასაც მადლობა ამისთვის, რომ ასევე რთულ დროში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ატარა ეს ჯვარი - მადლობას ვუხდით მეუფე შიოს 8 წლის განმავლობაში თავისი მსახურებისთვის," - განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაია ჭანტურიამ საკვირაო ქადაგებისას.
ვილოცოთ იმისთვის, რომ მოხდეს ისე, როგორიცაა ღვთის ნება - ეს არის მთავარი. თქვენც გთხოვთ ლოცვას იმისთვის, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, ვინც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს," - განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა, მეუფე ისაია ჭანტურიამ.




