2025 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელს საქართველოში ლარს იოჰან ლოუნბეკს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოში მიგრანტთა უფლებების დაცვის საკითხებზე ისაუბრეს და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული  საქმიანობა განიხილეს.

მხარეები ასევე, მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.