2025 წლის 26 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ურს დანიელ ენგელსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის მანდატზე და უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს მიმდინარე საპროტესტო აქციების ზედამხედველობის საკითხებს და ამ მიმართულებით აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს.