როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, რომლის ხალხსაც დიდ პატივს ვცემთ, ვუთანაგრძნობთ ამ ომის გამო და მაქსიმალური კეთდება საქართველოს მხრიდან, რომ გვერდით დავუდგეთ, ძალიან საწყენია მსგავსი ტიპის განცხადების მოსმენა, რომელიც არ არის გამყარებული ფაქტებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
„ჩვენ ყოველთვის გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ წამების დაბრალება წითელი ხაზია - ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენ ყველამ ერთად ჩავხურეთ 2012 წელს. მით უმეტეს, როდესაც წამებას გვაბრალებენ ის ადამიანები, რომლებიც მართლაც მწამებელ სისტემას ედგნენ სათავეში, სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.