ლაბორატორიის მონაცემებში წერია პაციენტის სახელი სააკაშვილი, ფსევდონიმით - დოლ ჯონი -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტზე ინფორმაცია თავიდან  ადვოკატებმა გააჟღერეს, შემდგომში თავად მსჯავრდადებულმა სააკაშვილმა უარყო ეს ინფორმაცია, შემდგომ დაადასტურა და ასე შემდეგ. წამოღებული მაქვს სპეციალურად მონაცემები იმ ლაბორატორიის, რაც უშუალოდ ცენტრმა "ემპათიამ" მოგვაწოდა, სადაც წერია, პაციენტის სახელი: სააკაშვილი მიხეილი, შემდგომში მითითებულია ფსევდონიმი დოლ ჯონი. ეს ფსევდონიმი, როგორც შემდგომში სასამართლოზე განაცხადეს, იყო იმისთვის, რომ კონფიდენციალურობა ყოფილიყო შენახული“ - აღნიშნა რატი ბეგაძემ.