"პეტერ ფიშერი გასულ წელს იყო ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას, მაგრამ რუსული კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის პირობებში ჩვენ ევროპის გზაზე წინ ვეღარ წავალთ." - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით
"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი გასულ წელს იყო ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი საქართველოსი იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას და მისთვის არ ჰქონდა იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ამ კონკრეტულ მომენტში ვინ არის მთავრობაში, იმიტომ რომ ის ამ სტატუსს აძლევდა და მთლიანად ბრიუსელმა, ევროპულმა ინსტიტუციამ სტატუსი მისცა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ოცნება შეიძლება დღეს იყოს, ხვალ აღარ იქნება. არჩევნები ჩატარდება, ხალხის ნება გამოვლინდება და ისინი გამოიცვლებიან.
მაგრამ რუსულ კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი, რადგან რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპის გზაზე და ევროინტეგრაციას ვერ განვავითარებთ, ვერ განვახორციელებთ , მანამ სანამ ეს მთავრობა გვეყოლება. ერთმანეთთან არის პირდაპირ კავშირში, რუსული კანონი იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ქართული ოცნება. როგორც კი აღარ იქნება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, აღარ დაგვჭირდება რუსულ კანონებთან ბრძოლა და ის შემოტანილი და მიღებული რუსული კანონიც მყისიერად გაუქმდება. ამის შემდეგ უკვე ექნება საქართველოს შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა