ამ პერიოდის განმავლობაში სოფო იყო მისი პირადი წარმომადგენელი, მის მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მიშას ამ იდეას და სურვილებს გავითვალისწინებთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს: „ნაცმოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ“.
„მიშა სააკაშვილი არის პარტიის უპირობო ლიდერი, რომელიც გენერირებს ჩვენი პარტიის მხარდაჭერის აბსოლუტურად დიდ ნაწილს, 95 -98%- ს. არავის უანგარიშებია, მაგრამ მასზე აკეთებს სწორებას ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ასე რომ მისი როლის კიდევ უფრო გამოკვეთა, ძალიან კარგი იქნება და ასეც გააკეთებს პარტია.
ჩვენი დელეგატებიდან პირველი ვინც იქნება მიშამ დაასახელა. ამ პერიოდის განმავლობაში სოფო იყო მისი პირადი წარმომადგენელი, მის მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მიშას ამ იდეას და სურვილებს გავითვალისწინებთ",- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.