ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად, თუ ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

"ერთ ადამიანს შეუძლია მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება , ამას სჭირდება პოლიტიკური სითამამე და პოლიტიკური გამბედაობა იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს თავისუფალი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნები კარს მოგვადგა და ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული თავისუფალ, კონკურენტულ და ლეგიტიმურ არჩევნებად, თუ მთავარი ოპონენტი, მთავარი მოწინააღმდეგე ამ რეჟიმის არ იქნება კამპანიაში ჩართული და არ მიიღებს მონაწილეობას ამ საარჩევნო პროცესში."-  განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა