ივანიშვილის პარტია “რუსული კანონით” საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო აღარ იქნება აღქმული როგორც ერთიანი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
„რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში საქართველო აღარ იქნება აღქმული, როგორც ერთიანი დიდი ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ყველაფერი არის გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, სადაც ინვესტიციებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, განათლებისთვის არის მიმზიდველი გარემო, შემოდის კაპიტალი, საქმდება ხალხი, მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები იქმნება, ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის ივანიშვილის პარტია, რადგან თვითონ ისედაც კარგად გრძნობენ თავს და შოულობენ მილიონებს, მაგრამ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპული კაპიტალი, ევროპული ინვესტიციები, შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზარდოს, გაძლიერდეს და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს შესაძლებელი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.