"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩინური კომპანია არ არის ინვესტორი კომპანია მას არ შემოაქვს თანხები, ინვესტიცია ამ პორტის ასაშენებლად. ის არის მხოლოდ სამშენებლო კომპანია, რომელსაც თუ დაუკვეთავ და ფულს გადაუხდი, ააშენებს კონკრეტულ ობიექტს რა დაკვეთაც ექნება." განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
"აქედან გამომდინარე, ამ ფულის აწევას ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ ცდილობს სწორედ იმ საპენსიო ფონდიდან, რომელიც მოგროვდა საპენსიო ფონდში, გადაუხდიან ჩინელებს, ააშენებენ ჩინელები, ჩამოიყვანენ თავის ინჟინრებს, საკუთარ მუშებს, ეს იქნება საწყის ეტაპზე, შემდეგ ფული აღარ იქნება იმიტომ, რომ ეს თანხა არ არის იმის 10- 15 პროცენტიც კი, რაც ანაკლიის პორტის აშენებას სინამდვილეში სჭირდება. ამიტომ დღეს, როცა ამბობენ 51 პროცენტი გვაქვსო, სინამდვილეში დასჭირდებათ ამ 51-დან 15-20-30 პროცენტის გაყინვა სხვა დამატებითი ფულის და ინვესტიციის ასაწევად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ რუსული კანონის გამო მოექცა იზოლაციაში, დასავლეთიდან არავინ შემოვა, ისევ დასჭირდება ან რუსული ან ჩინური ან სხვა ამ მიმართულების ინვესტიციები და ფულის მოზიდვა და მთლიანობაში რეალურად ანაკლიის პორტი გადის რუსული კონტროლის ქვეშ. აი ამ სქემის მიხედვით უკვე ყველაფერი არის წინასწარ ნათელი.
ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ყველაფერი ტყუილი, სინამდვილეში სქემა აქვთ ისე აწყობილი, ისიც ტყუილია რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი, შეიძლება დღეს იყოს ხვალ, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას და ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას ყველაფერს გააკონტროლებინებს რუსეთს ბიძინა ივანიშვილი.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.