„ოცნების“ მიერ კორუფციასთან ე.წ. ბრძოლა ისეთივე ფასადური იქნება, როგორც ყველა სხვა საქმე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ოცნება" ე.წ. დღის წესრიგს ვეღარ ქმნიდა. კვლევებში, როგორც ჩანს, ამოუვიდათ, რომ ქვეყანაში პრობლემა კორუფცია არის. სწორედ კორუფცია აღარიბებს ქვეყანას. კორუფციის გამოა, რომ ფასებია გაზრდილი, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს ქვეყანას. წაიკითხეს თავისი სოციოლოგიური კვლევებიდან და დღის წესრიგის შესაქმნელად ეს თემა შემოიტანეს, თორემ საქმით ისინი ხომ არაფერს არ გააკეთებენ. კორუფციასთან ე.წ. ბრძოლა ისეთივე ფასადური იქნება, როგორც ყველა სხვა საქმე, რასაც მათ ხელი მოჰკიდეს", - ამბობს ცისკარიშვილი.