„ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს, ეს არც ეკონომიკურ განვითარებას მოიტანს და არც ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციას“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანმა  პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

„ჩვენ ქვეყანას სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ხალხს კი სჭირდება ღირსეული მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილები. ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით, ეს მთავარი ამოცანები არ სრულდება. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს და როგორ გადააადგილებს ივანიშვილი თავის კარზე სხვადასხვა ქვეშევრდომებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევცვალოთ რაც შეიძლება სწრაფად მოახლოებულ არჩევნებში ეს რეჟიმი, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს და ასევე, იმავდროულად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც ეკონომიკური განვითარების შედეგიც იქნება.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.   ხოლო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.