ყველა ბერკეტი ხომ აქვს [ბიძინა ივანიშვილს] და დამატებით ბერკეტად ის აქვს, რომ მთავარი ოპოზიციონერი, ვინც ოპოზიციური ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას გენერირებს, ის უნდა ჰყავდეს ციხეში ჩაკეტილი - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
„აფრიკული ქვეყნების დიქტატორებიც კი არ აკადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ აი მე გამოვდივარ, არჩევნებს ისე ვატარებ, რომ ჩემი მთავარი ოპონენტი ციხეში მყავს გამოკეტილი და ვერც კი ვბედავ მაგანაც მიიღოს მონაწილეობა, როგორც ჩემმა ოპონენტმა საარჩევნო ველზე და ხალხმა გადაწყვიტოს ვინ უფრო ძლიერია. ყველა ბერკეტი ხომ აქვს და დამატებით ბერკეტად ის აქვს, რომ მთავარი ოპოზიციონერი, ვინც ოპოზიციური ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას გენერირებს, ის უნდა ჰყავდეს ციხეში ჩაკეტილი და მხოლოდ მაშინ იგებ ბიძინა ივანიშვილო არჩევნებს, როდესაც ასეთ ველზე თამაშობ, ასეთი მოედანი და მოცემულობა გაქვს, მარტო მაშინ ბედავ არჩევნებზე გასვლას და მოგებას? ეს შეკითხვა უნდა დავუსვათ ყველამ",- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.