„ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს აშშ-დან, რომლებიც სამ დღის განმავლობაში გაგვაცნობენ საარჩევნო კამპანიის წარმართვის სტილს, რომელსაც ჩვენც შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„მოგეხსენებათ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც პოლიტიკური ტექნოლოგიები ,ინსტრუმენტები,სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაცია, საარჩევნო კამპანიის დინამიკურად წარმართვის პროცესები იცვლება დროთა განმავლობაში და ამაში,როგორც ბევრ სხვა სფეროში აშშ -ში გაცილებით წინ არიან წასული ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში შეიძლება ითქვას და ჩვენ მადლობა გვინდა ვუთხრათ IRI -ს ლიდერშიფ ინსტიტუტს ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამ სამ დღიან coaching ტრენინგს ,სესიებს ჩაგვიტარებენ თუ როგორ ხდება აშშ-ში კერძოდ, რესპუბლიკელების პარტიაში ,შიგნით პრაიმერისით დაწყებული გაგრძელებული დიდ არჩევნებამდე იქნება ეს კონგრესის ,საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები.
ამ ტექნოლოგიებს,კომუნიკაციებს,სოციალური ქსელების გამოყენებას ,ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს,ნიუანსს მოგვიყვებიან,გაგვიმხელენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად მათ გამოვიყენებთ მომავალ საარჩევნო კამპანიის დროს.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა