„ივანიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და ამ გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული, ეყო ამის გამბედაობა, თუ ამას გამბედაობა სჭირდებოდა. კიდევ გამოიჩინოს გამბედაობა და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან, რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს ვის ანდოს სახელმწიფო.“ - ამის შესახაბ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით , „არ მინდა, რომ ამ თემაზე რაღაცა სპეკულაციებში და სხვადასხვა ვერსიების გახმოვანების ერთგვარ ასპარეზობაში ჩავერთო .ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის განმარტება მოვისმინე თუ რატომ დაბრუნდა. გასაგებია, რომ ძალიან უჭირთ და ეშინია , ერთტურიანი არჩევნებია, მაჟორიტარები არ ჰყავთ, ფორა აღარ აქვთ , მანდატებთან დაკავშირებული, აღარც ის სამ კვირიანი ფორა აღარ აქვთ, როგორც 2018 წელს რომ გამოვიდა, იტირა, ხალხის მოსყიდვას სხვადასხვა ინსტრუმენტებით შეეცადა იმისათვის, რომ მეორე ტურში წარმატებისათვის, ისევ და ისევ გაყალბების ფონზე მიეღწია. ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოჩნდა , ჩრდილიდან გამოვიდა თორემ ის პოლიტიკაში და ამ გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული, ეყო ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა თუ ამას გამბედაობა ჭირდებოდა, მოდი ახლა ის გამბედაობა გამოიჩინოს და პოლიტიკური ვაჟკაცობა დავარქვათ ამას , რომ მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი რომელიც იზოლირებულია, რომელიც ციხეშია, რომელსაც არ ეძლევა საშუალება რომ საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, მიშა სააკაშვილიც გამოუშვას და სულ რაღაც ცხრა თვეში არჩევნები და ეს ორი ძალა შეეჯიბროს ერთმანეთს და ხალმა გადაწყვიტოს ვის ანდობს ქვეყანას, ვის ანდობს ამ სახელმწიფო მომავალს.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა