პარლამენტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრას დღესაც გეგმავს.
საკითხის დასაზუსტებლად პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მიმართა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ „დღის წესრიგი არ არის განახლებული“ და შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე გამოვა.
„კენჭსაყრელი საკითხები რაც არის შეტანილი დღის წესრიგში, დღის წესრიგი ჩვენ არ განგვიახლებია. რაც არის დღის წესრიგში, ყველა ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე, საკითხების განხილვის შემდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უკვე ორჯერ ვერ შედგა.