ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ნებისმიერი საპროტესტო მუხტი ძირშივე აღკვეთონ - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ძირშივე აღკვეთონ ნებისმიერი საპროტესტო მუხტი, ან ნებისმიერი ისეთი პროტესტი, რომელიც შეიძლება უფრო დიდ მასშტაბში გადავიდეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ძირშივე აღიკვეთოს ეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანონობაა, სრულიად უკანონო ფორმაა, ვიდრე რაღაცა პერიოდის შემდგომ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბოს, იმიტომ რომ მეტ ადამიანთან გამკლავება ხელისუფლებას არ შეუძლია. ვნახეთ ეს მარტის მოვლენების დროსაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის მათი სტრატეგია. მათ იციან, რომ ამისთვის პოლიციელი არ დაისჯება, მათ აქვთ სრული იმუნიტეტი უკანონო ქმედებებისთვის“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.