ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იმყოფებიან. როგორც მან „ტვ პირველთან“ განაცხადა, ხელისუფლებას არცერთი პროტესტის გულწრფელობის არ სჯერა და ყოველთვის პოლიტიკურ ინტრიგებს ეძებენ.
„ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, ჩემი შეფასებით, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლებას არცერთი პროტესტის გულწრფელობის არ სჯერა. არა აქვს მნიშვნელობა ეს არის პროტესტი შვილმკვდარი თუ შვილმოკლული მშობლების, რომლებიც ითხოვენ გამოძიებას, ეს არის პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ თუ ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ, თუ სხვა ტიპის პროტესტი, ყოველთვის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს არ არის გულწრფელი პროტესტი, ყოველთვის ეძებენ პოლიტიკურ ინტრიგებს პროტესტების უკან და მანამ სანამ ეს პროტესტი ძალიან მწვავე, ყოვლისმომცველი არ ხდება, ისინი არ დგამენ ნაბიჯებს“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.