„უკვე იმდენად შეაღწია ლგბტ პროპაგანდამ ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, სოცქსელებში და ა.შ. რომ ამაზე საჭიროა ხმამაღლა საუბარი და განგაშის ზარების შემოკვრა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, თუ დღეს საზოგადოება ლგბტ პროპაგანდას წინააღმდეგობას არ გაუწევს, მერე გვიან იქნება.
„ლგბტ პროპაგანდის კუთხით დღეს მსოფლიოში აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა. თუ სტატისტიკას მოვიხმობთ ვნახავთ, თუ რა მოიტანა საზოგადოებისთვის ასე მარტივად მიწოდებულმა თემამ - გაიჩინა მიმდევრები.
მე ისეთ სფეროში ვმოღვაწეობდი (მოგეხსენებათ, ფეხბურთს ვთამაშობდი), სადაც არაერთი პროტესტის გამომხატველი სიტუაცია ყოფილა - იყო რასიზმზე საუბარი, ასევე იყო ლგბტ თემა (გაიხსენეთ კაშიას სამკლავური). უნდა გავიაზროთ, როგორ არის მიწოდებული ინფორმაცია და ჩავიდეთ სიღრმეში, საიდან მოდის, რას ემსახურება და რატომ უნდა დავიცვათ ეს ყველაფერი.
ლგბტ პროპაგანდა დღეს შეფარული პროპაგანდა კი არა, ღია პროპაგანდაა. უკვე იმდენად შეაღწია ლგბტ პროპაგანდამ ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, სოცქსელებში და ა.შ. რომ ამაზე საჭიროა ხმამაღლა საუბარი და განგაშის ზარების შემოკვრა,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.