საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, რაჰიმ საიძოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა განათლების სხვადასხვა საფეხურზე გამოცდილების გაზიარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისთვის მზაობა გამოთქვეს.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.




