თინა ხიდაშელი, ჟარგონს მოვიშველიებ და „გაიჭედა“, პასუხს ვერ სცემს კითხვებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ხიდაშელი ფულს იღებს იმაში, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს.
„თინა ხიდაშელი არ არის შემთხვევითი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. რამდენი წელია ეს ადამიანი არის პოლიტიკაში და ასეთ მარტივ თემაზე, ჟარგონს მოვიშველიებ და „გაიჭედა“, პასუხს ვერ სცემს კითხვებს. მისი საქციელი პირდაპირ კავშირშია გამჭვირვალობის კანონთან. ფულს იღებს იმაში, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობას ხელი შეუშალოს.
შესაძლოა ვინმეს ეგონა, რომ მისი ანტიჩინური განცხადებები პატრიოტული მოტივით იყო განპირობებული, თუმცა, დავინახეთ, რომ მისი ორგანიზაცია, კონკრეტული „ენჯეოა“, რომელიც დაფინანსებას იღებს ტაივანიდან და ეს გამოაშკარავდა. ეს არ არის დამალული, ვამხილეთ კიდეც, მაგრამ ვინმე უკრძალავს თინა ხიდაშელს საქმიანობას ან უხურავს არასამთავრობო ორგანიზაციას?“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.