"დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან" - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს
დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ეს ბრძანება მოდის ზემოდან. მიუხედავად ჩემი თანხმობისა, რომ სხდომა ჩემს გარეშე გაგრძელებულიყო, პროკურატურა "ჩემი ინტერესების მცველად" მოგვევლინა, თითქოს ჩემს ადვოკატებზე მეტად იზრუნეს ჩემზე და სხდომა გადადეს.
საქმეები, რომელზეც მასამართლებენ, რომ სრულიად შეთითხნილია, ამაზე ყველა თანხმდება. განსაკუთრებით -ე.წ. “პიჯაკების საქმე”. მათივე ხელმოწერილი ანალოგიური ხარჯები და შესაბამისი ბრძანებები ვადის გასვლის მიუხედავად კვლავ საიდუმლო გრიფით აქვთ დაცული, რომ პირდაპირ არ ჩაუფლავდეთ ეს აბსურდი!
შეგახსენებთ: 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო