მივესალმები ირპენიდან ჩემი ინიციატივით ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც დღეს სუხიშვილების ცეკვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ქართული ცეკვის კულტურასა და ხელოვნებას გაეცნენ - ამის შესახებ მსჯავრდადებული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მივესალმები ირპენიდან ჩემი ინიციატივით ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც დღეს სუხიშვილების ცეკვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ქართული ცეკვის კულტურასა და ხელოვნებას გაეცნენ. იმყოფებოდნენ უკრაინულ სახლშიც, სადაც შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებთან და გიული ალასანიასთან გაიმართა.
ისინი საქართველოში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან და მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ. დაგეგმილია მათი ვიზიტი ყვარელშიც, ჩემს სახლში" - წერს მიხეილ სააკაშვილი.