9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო.
მსჯავრდადებული, მისივე ადვოკატების მიერ გამოძახებული მოწმის დაკითხვას არ დაესწრო და პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი სასამართლოში მივიდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
მოსამართლემ დაცვის მხარეს მსჯავრდადებულის პოზიციის გარკვევა დაავალა.