„ვხედავთ, რომ ბოლო ათწლეულებში წამოვიდა ღვთის საწინააღმდეგო სწავლებები და მრავალ ქვეყანაში ფეხი გაიდგა. ჩვენთანაც რომ შეხედოთ - რას გვერჩის დღევანდელი ტერიტორიული ევროპა, მათი ხელისუფლებები, რა უნდათ? თურმე, 31 აგვისტომდე რვა [რეკომენდაცია] უნდა შევასრულოთ. ხელისუფლების ბრალი იქნება, თუ უვიზოდ ვეღარ ვიფრენთ უცხოეთშიო. - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
"ფრენისგან ცოტა ძირს დაეშვი და შეხედე, რას სთხოვენ: ოჯახური ღირებულებების კანონი უკან გაიწვიეთო. რატომ მიშლი, ტრადიციები მქონდეს და ოჯახური ღირებულებები მე როგორც მინდა, ისე დავიცვა? რით განსხვავდება ევროპა რუსეთისაგან? იმან 20% წამართვა და შენ ხომ ახლა არჩევანს მართმევ? საქართველოში ვერ მიაღწევთ ამას. ეს არ არის მთავრობის გადასაწყვეტი, ხალხმა გადავწყვიტეთ. თქვენ ხომ ხალხით გველაპარაკებით, ხალხმა გადავწყვიტეთ და ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, იმიტომ, რომ ქრისტეა ჩვენი არჩევანი. არაფრის დამთმობები არ ვართ, კარგად იცოდნენ უცხო ქვეყნებმაც“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.