ამაზე ბედნიერი დილა, გაერთიანებულ საქართველოში რომ გაგვითენდება, ალბათ მხოლოდ ის იქნება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ამაზე ბედნიერი დილა, გაერთიანებულ საქართველოში რომ გაგვითენდება, ალბათ მხოლოდ ის იქნება! 

მადლობა კიდევ ერთხელ და ათასგზის ჩვენს უმაგრეს ფეხბურთელებს! 

26 მარტი ახალი ისტორიაა!

საქართველოიგებს!"

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.