საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევას ულოცავს.
„ვულოცავთ ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრებს პირველ ისტორიულ კვალიფიკაციას ევროპის ჩემპიონატზე“, - ნათქვამია „ნაპოლის“ განცხადებაში.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!