აშშ-ის საელჩო საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას.

გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.