ქალების ჩართულობა პოლიტიკაში არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი შემადგენელი. “ლელო” დგას ამ პროცესის გაძლიერების მხარეს. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"კვოტირების გაუქმებამ და პოლიტიკურმა ვაჭრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამორალური სახე მიიღო. კვოტირების გაუქმება მიუღებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საზოგადოებაში და პოლიტიკაში ქალის ხმა არ არის სათანადოდ წარმოდგენილი." - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით, სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ აქვს - ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს