ერთი კითხვა მინდა, დავუსვა კობახიძეს, რომელიც არის პრემიერი და რომელიც არ გვაკლებს მსგავს გამოსვლას, იგივე თავმჯდომარეს და იგივე ბიძინას, თუ კრიმინალები ვიყავით, რეკეტიორები - კითხვა მაქვს, პროკურატურა, სასამართლო თქვენს ხელშია - საქმე აღგეძრათ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს არის განწირული ადამიანების ამოძახილი, რომელთაც არც ინტელექტი გააჩნიათ, არიან თოჯინები ბიძინას ხელში, დავალებას იღებენ, რომ დღეს უნდა აგინონ ხაზარაძეს, დაუძახონ კრიმინალი, დაუძახონ რომ თითქოს რეკეტიორი იყო. ერთი კითხვა მინდა, დავუსვა კობახიძეს, რომელიც არის პრემიერი და რომელიც არ გვაკლებს მსგავს გამოსვლას, იგივე თავმჯდომარეს და იგივე ბიძინას, თუ კრიმინალები ვიყავით, რეკეტიორები - კითხვა მაქვს, პროკურატურა, სასამართლო თქვენს ხელშია - ან საქმე აღგეძრათ ან ვინმე გამოჩენილიყო საბუთებით, რომ ასეთი რამ დამემართა და გვიჩივლოს. უბრალოდ სირცხვილიც არის, 12 წლის განმავლობაში ხომ ყველაფერი გადაქექეს, რაღაც თითიდან გამოწოვილი ფულის გათეთრების მეტი ვერაფერი ნახეს, მგონი, ცოტა, ინტელექტის ნაკლებობასთანაც გვაქვს საქმე, როცა მურუსიძე შენია, შოთაძე შენია, - ტელევიზორში ამდენ ლაპარაკს, აღძარი რა საქმე“, - ამბობს ხაზარაძე.