ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, გადაცემა "ღამის მთავარში" განაცხადა.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიური ბუმი მიდის, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენ 10 კაცი იმაზე ვერ შეთანხმებულა როგორი საქართველო გვინდა. ამ დროს მე ვიცი ზუსტად, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად როგორ დავაყენოთ ფეხზე. აქ გროშებზე არ იყოს ლაპარაკი. მე ვიცი როგორ გახდეს ქართველი კაცი მდიდარი და ეს სულელური პროპაგანდა რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მიდის ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. რადგან ვერაფერში ვერ გვაჯობეს, გარდა გაჩერებისა. აჩერებენ ანაკლიის პორტს, აჩერებენ ევროინტეგრაციის გზაზე",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.