„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან არ წავა, ქვეყანა, საბოლოოდ, აღმოჩნდება რუსული იმპერიის კლანჭების ქვეშ“.
„ქართველებს დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა იმისათვის, რომ „რუსული მთავრობა“, „რუსული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავისტუმროთ. თუ ამას არ გავაკეთებთ სასწრაფოდ, 2024 წლის არჩევნებზე, საბოლოოდ, რუსული იმპერიის კლანჭების ქვეშ აღმოვჩნდებით. არ უნდა გადავერთოთ ასეთი საკითხების განხილვაზე, რომელიც მერე მთელს მედია სივრცეს ფარავს. მთავარი ისაა, რომ ქვეყანას „რუსული მთავრობა“ მართავს და არა ის, ვინ ვის გადააყენებს და იმპიჩმენტს გამოუცხადებს. რუსული ხელისუფლება ოცნების სახით გასაშვებია, რაც შეიძლება მალე და მშვიდობიანად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.