თბილისობა, თბილისელობა, ეს განსაკუთრებული თანამდებობა და პატივია. ამ სტატუსის ტარება შეუძლია ყველას, ვისაც უყვარს, პატივს სცემს და უვლის ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
თბილისობა, თბილისელობა, ეს განსაკუთრებული თანამდებობა და პატივია. ამ სტატუსის ტარება შეუძლია ყველას, ვისაც უყვარს, პატივს სცემს და უვლის ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს.
მიუხედავად იმისა, სად დაიბადა ან გაიზარდა, თბილისი ყველასია, ვინც სიყვარული, მეგობრობა და გვერდში დგომა იცის... ვისაც უბანი, მეზობელი და ამის დაფასება, ასევე, რაც მთავარია, ამ არაჩვეულებრივი ქალაქის მოვლა და მისი უნიკალური არქიტექტურისა და ტრადიციის გაფრთხილება შეუძლია. ესაა ჩემთვის თბილისი...
თბილისობას გილოცავთ!