ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გაცხადებული მისწრაფების აღსრულებას ემსახურებოდა, გავხდეთ ევროპის ნაწილი და მივიღოთ კანდიდატი სტატუსი. ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება ამჟამად უკვე ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მადლობა სამ მოსამართლეს პრინციპულობისთვის, ბრძოლა გრძელდება რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის - აღნიშნა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.