„ძლიერი საქართველოს“ წევრის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყება.

ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც ეხება საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ამის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტს საგანგებოდ მიმართა:„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან

პრემიერი: "2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან"