კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საპარლამენტო სია ჩახსნილია.
"საპარლამენტო სია ჩახსნილია!
ჩვენ, „ძლიერი საქართველო“, არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს! დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს! - მოვახდენთ ამ სამარცხვინო ხელისუფლების დემონტაჟს, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი - ადამიანების ხმები!
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ისევ ხალხთან ერთად, საბოლოო გამარჯვებამდე! " - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში"