პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ყველაფერი გაკეთებული აქვს "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ დავსხდეთ და დროსა და სივრცეში გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი, სადაც გამოჩნდება, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა აღდგეს.

ყველაფერი გაკეთებული აქვს "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური პარტნიორობა, ახლა ბურთი ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა. ძალიან სასიამოვნოა ის გზავნილები, რომელიც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მიიღეს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა